ბალტიის საინვესტიციო ჯგუფი

ბალტიის საინვესტიციო ჯგუფი

ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი (BI Group) ლიტვური კაპიტალის მქონე კომპანიაა, რომელიც საქართველოსთვის ქმნის სრულიად ევროპული სტანდარტების მქონე უძრავი ქონების პროექტებს.

კომპანია მიზნად ისახავს აამაღლოს ხარისხის სტანდარტი ადგილობრივ ბაზარზე.

დღეს BI Group აერთიანებს ქართველ და ლიეტუველ პროფესიონალ არქიტექტორებს, ინჟინრებს, გეოლოგებს, კონსტრუქტორებსა და სხვა სპეციალისტებს.

BI Group გლობალური ბრენდის, პრასლასის შვილობილი კომპანიაა.

კომპანიის ფილოსოფია

ჩვენი ფილოსოფია სამი სიტყვით შეგვიძლია აღვწეროთ: ღირებულებები, ხედვა და სოციალური პასუხისმგებლობა. გარდა იმისა, რომ კომპანია კომფორტულ, გამძლე და ინოვაციურ პროექტებს ქმნის, BI Group დიდ ყურადღებას აქცევს CSR კულტურასა და განსაკუთრებული სამუშაო გარემოს შექმნას. კომპანიაში ყველაფერი ხარისხთანაა კავშირში. ჩვენ არ ვთვლით, რომ ხარისხი შეიძლება იყოს ფუფუნების საგანი, ჩვენ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

ღირებულებები

როდესაც ვსაუბრობთ ხარისხზე, ვგულისხმობთ ფუნქციურობას, კომფორტს, გამძლეობას და ინოვაციას. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით გულწრფელობასა და სამართლიანობას. ჩვენს პროექტებში ნათლად ჩანს პატივისცემა კულტურის, ტრადიციების, გარემოსა და ადამიანების მიმართ.

ხედვა

ჩვენი მაცხოვრებლებისთვის ჰარმონიული და კომფორტული ყოველდღიურობის შესაქმნელად, BI Group ინოვაციურ და ეკო-მეგობრულ პროექტებს ქმნის. საუკეთესო პირობების შეთავაზებით, მიზნად ვისახავთ გავხდეთ ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია ქართული უძრავი ქონების ბაზარზე. გვსურს, ერთი მხრივ, გამოვირჩეოდეთ ჩვენი განსაკუთრებული სტილითა და პროექტების ხარისხით, მეორე მხრივ კი, შევქმნათ საუკეთესო გარემო თანამშრომლების თვითრეალიზაციისა და პროფესიული ზრდისთვის.

BI Group დააარსა ლიეტუვური კომპანია ,,Praslas“ - ის მმართველმა ჯგუფმა

Praslas აერთიანებს ხის მასალების წარმოების, მათი იმპორტისა და ექსპორტის, დეველოპმენტის, ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე 13 შვილობილ კომპანიას.

კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესის წარმოების 19 წლიანი გამოცდილება აქვს.

Praslas - ს სანდრო პარტნიორად მიიჩნევენ როგორც ბიზნესის წარმოების, ისე მაღალი სტანდარტის თანამედროვე პროდუქციის თვალსაზრისით.

გაიგეთ მეტი - https://www.praslas.lt/en/
ბალტიკ ინვესტმენტ ჯგუფი

სოციალური ვალდებულებები


BI Group - ში ყველაფერს ზედმიწევნით ყურადღებით ვეკიდებით.

აქ ურთიერთმომგებიან პირობებს ვქმნით ყველასთვის. ღირებულებებსა და ხედვაზე დაყრდნობით,

მივისწრაფვით გადავჭრათ არა მხოლოდ ჩვენი უბნის, არამედ მიმდენარე სამეზობლოებისთვის აქტუალური საკითხები.

მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას, ჩავერთოთ საქველმოქმედო და სოციალურ აქტივობებში.

ჩვენი გუნდი

ვიგანტას ზენკევიჩუს

აღმასრულებელი მენეჯერი

vygantas@bigroup.ge

თინათინ ჯაფარიძე

გაყიდვების მენეჯერი

tinatin@bigroup.ge

დეინიუს ნავიცკას

მშენებლობის მენეჯერი

dainius@bigroup.ge