სამშენებლო კომპანია

სამშენებლო კომპანია

ბალტიის სამშენებლო კომპანია უძრავი ქონების მშენებლობისა და მართვის მიმართულებით მუშაობს. კომპანია 2018 წელს დაარსდა. კომპანიის სერვისებში შედის: მიწისა და რკინა-ბეტონის სამუშაოები, პროექტის მართვა და მისი სრულად რეალიზაცია. BC პასუხისმგებელია მაღალი კლასის მშენებლობაზე. კომპანია იყენებს თანამედროვე წამყვან ტექნოლოგიებს ხარისხიანი, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებლის ასაშენებლად.

კომპანია აერთიანებს ლიეტუველ და ქართველ გამოცდილ სპეციალისტებს, საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნა და პროფესიონალიზმი საზოგადოების სასარგებლო პროექტებში ჩადონ.


ამ დროისთვის, ჩვენი გუნდი საქართველოში პირველ პროექტზე მუშაობს. მშენებლობისას ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მსოფლიო სტანდარტებისა და ინოვაციური პროცესების მუდმივი განვითარება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უახლესი ტრენდების კონსტრუქციაში გამოყენება ჩვენი სავიზიტო ბარათია. ამასთან, ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციით ამარაგებენ ჩვენ კომპანიას: “დოკა”, “პერი”, “კომანსა”, “კერხერი”, “ბოში”...