პროექტები

ჩვენი პროექტები არ არის მხოლოდ შენობები, კონსტრუქციები ან კედლები - ამგვარად, ჩვენ ვქმნით სიმყუდროვეს, კომფორტსა და კეთილდღეობას. პროექტების შექმნისას ყოველ დეტალს საგულდაგულოდ განვიხილავთ. პირველ რიგში, ვირჩევთ ადგილმდებარეობას, შემდეგ კი ვუხამებთ არქიტექტურას, რომელიც ქალაქურ კულტურას პასუხობს. შემდეგ კი, ვქმნით გარემოს, სადაც თავს უსაფრთხოდ, ბედნიერად და მშვიდად იგრძნობთ. ჩვენი პროექტები სრულიად პასუხობს ევროპულ სტანდარტებს.

ნამაი ვაკე ჩვენი პირველი პროექტია საქართველოში, ის მდებარეობს ზემო ვაკეში ნუცა -ღოღობერიძის ქუჩა #9. პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, ლიეტუველმა არქიტექტორებმა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით დააპროექტეს.

სიტყვა “ნამაი” ლიეტუვურად სახლს ნიშნავს. ჩვენი მიზანიც ეს იყო - აგვეგო სახლი, სადაც თავს შინ იგრძნობდით. ნამაი ვაკე არის ადგილი, სადაც შეგიძლია გააჩერო დრო და დატკბე სიმშვიდით, რომელიც სანდო სახლს და ბუნებას მოაქვს.

გაიგეთ მეტი - https://www.namaivake.ge

ჩვენი უპირატესობა

უნიკალური ადგილმდებარეობა

ნამაი ვაკე თბილისში, ზემო ვაკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეკრეაციულ ზონაში მდებარეობს. რეზიდენციიდან 600 მეტრში მდებარეობს კუს ტბა.  მისი ერთი მხარე ხეობას უმზერს, მეორე კი - თბილისს გადმოჰყურებს. ნამაი ვაკე არის ადგილი, სადაც ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევა და ბუნებასთან სიახლოვე ქალაქიდან გასვლის გარეშე შეგიძლიათ.

ენერგოეფექტური სახლი

-   ევროპული B კლასის ენერგოეფექტური მშენებლობა;

-   უახლესი ტექნოლოგიებით დამუშავებული, თერმულად დაცული კედლები - UTHERM Wall PIR; 

-   მაღალი ხარისხის ალუმინის ფანჯრები, მზისგან დამცავი სისტემით, კომპანია Reynaers- სგან; 

-   ცენტრალური გათბობის და გაგრილების სისტემა, ინდივიდუალური რეგულირებითა და მრიცხველით, რაც ჩვენ მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაზოგონ კომუნალური დანახარჯები;

-   მზის ელექტროსადგური გამოიმუშავებს ელექტროენერგიას კომპლექსის საერთო სივრცეებისთვის.


ეკოლოგიური გარემო

- კომპლექსი სამი მხრიდან მთებშია მოქცეული, რაც სუფთა ჰაერს და განსაკუთრებულ ჰავას განაპირობებს

- საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე დაირგვება 600-მდე ხე მცენარე, ეზოს გამწვანებისთვის კომპლექსში დამონტაჟდება ავტომატური სარწყავი სისტემა

- კომპლექსის ტერიტორიაზე დამონტაჟდება მზის ელექტროსადგური, ის ბუნებრივად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას კომპლექსის საერთო სივრცეებისთვის

- კომპლექსთან სულ ახლოსაა ტყე, რომელიც იდეალურია სავარჯიშოდ, ან, უბრალოდ, სუფთა ჰაერზე სასეირნოდ

- “ნამაი ვაკეს” დიდი და პატარა მაცხოვრებლებისთვის კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ფუნქციონალური სპორტდარბაზი

გამორჩეული არქიტექტურა

ნამაი ვაკე 4 დაბალსართულიანი კორპუსისგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსია.

“ნამაი ვაკეს” დაგეგმარებისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ლანდშაფტის თავისებურება. ფართო ფანჯრებით, გამწვანებული ტერასებითა და აივნებით, სახლი ჰარმონიაში მოვიყვანეთ ბუნებასთან.

კორპუსებს შორის დახურული ეზოა მოწყობილი, რომელიც მარადმწვანე ხეებითა და ყვავილებითაა მორთული.

ხოლო პენტჰაუსებზე ინდივიდუალური საცურაო აუზებია განთავსებული.

ჩვენი პროექტები